სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა“... - საქართველოს პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტის მილოცვა მილოცვა
01-01-2024
-
+


2024 წელი საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცეს;

საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ენგურის ხიდიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩაწერა, ხოლო პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს დღესასწაულს, ესაა ომი უკრაინასა და ისრაელში...

„დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს - დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან.ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.ძვირფასო მეგობრებო,გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს. გილოცავთ იმ ადგილიდან საქართველოში, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან. რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს.გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას, როგორც სახელმწიფო სიმბოლო და როგორც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი, ყველას ერთიანობის სიმბოლო - აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის მოქალაქეების. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველასი, თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა.

ჩვენ როცა ვამბობთ: „ერთიანობა“, ეს არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი გაგვაჩნია. მინდა, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს - სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა.ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერ ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ გვავიწყდება ეს ყველაფერი და ამით ვცხოვრობთ, რომ ეს არ განმეორდეს.

არც ის არ გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე, ჩვენი ერთიანობის. ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც ჩვენ მივხვდებით იმას, რომ სხვადასხვა აზრების ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლებასა და სამართლიანობასაც გავამარჯვებინოთ. მე ამას გისურვებთ და ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად. გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ჯანმრთელობას პირველ რიგში, ბედნიერებას და ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

ღონისძიების მომზადებასა და მაღალ დონეზე ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეთორმეტე კლასმა თავისი დამრიგებლის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა
 
საშემოდგომო შეჯამებასავით გავუკეთოთ ია
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება