სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ იწყება სკოლებში საშობაო არდადეგები 18 დეკემბერს და რაზეა დამოკიდებული ზამთრის დასვენება სხვადასხვა ქვეყნებში
05-01-2024
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 29 დეკემბერს სრულდება და საახალწლო არდადეგები იწყება, რომელიც 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ზამთრის არდადეგები ყველა ქვეყანაშია, თუმცა დასვენების თარიღები განსხვავებულია. ქვეყნების ნაწილში საშობაო არდადეგები 18 დეკემბრიდანაც კი იწყება. 

საშობაო და ზამთრის არდადეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში მოქმედებს. მათი ხანგრძილოვობა, დაწყებისა და დასრულების თარიღი სხვადასხვანაირია. ეს, გარკვეულწილად, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როდის აღინიშნება შობა - 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. 

გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის საშობაო და ზამთრის არდადეგების ვადებს. 

საფრანგეთის სკოლებში საშობაო არდადეგები 18 დეკემბერს იწყება და 2 იანვარს სრულდება. დაახლოებით, ასეა დიდ ბრიტანეთშიც, არდადეგების ვადები 19 დეკემბერი - 3 იანვარია. ესპანეთში კი 23 დეკემბერს იწყება და 6 იანვრამდე გასტანს. 

რაც შეეხება აზიის ქვეყნებს, იაპონიაში საახალწლო არდადეგები 2 კვირის განმავლობაში დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველი კვირა გრძელდება. ფილიპინებში ის 19 დეკემბერს იწყება და 3 იანვარს სრულდება. ჩინეთში კი 1-3 იანვარი უქმე დღეებია, თუმცა შემდეგ უკვე, როდესაც ჩინური ახალი წელი დგება, 2-კვირიანი არდადეგებია.

კანადაში კი საშობაო არდადეგები 23 დეკემბერს იწყება და 7 იანვარს მთავრდება. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება