სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საიდან მოდის ჩიჩილაკისა და „შობის ვარსკვლავის“ ტრადიცია
07-01-2024
-
+


ახალ წელთან დაკავშირებით, საქართველოში, უამრავი ტრადიცია არსებობს, რომელიც წლებს უძლებს და თაობიდან თაობას გადაეცემა. თუმცა, არსებობს ისეთი ტრადიციებიც, რომლებიც სხვა ქვეყნიდან შემოვიდა და საქართველოში დამკვიდრდა.

ჩვენ, საინტერესო ინფორმაციები მოვიძიეთ ტრადიციული ქართული ნაძვის ხის, იგივე ჩიჩილაკისა და უცხოეთიდან შემოსული შობა-ახალი წლის სიმბოლოდ წოდებული „შობის ყვავილის“ - პუანტესას შესახებ, რომლის შესახებაც გიამბობთ.

ჩიჩილაკს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს, ხოლო ჩიჩილაკის თავზე დამაგრებული ჯვარი რწმენის სიმბოლოა. ჩიჩილაკს „ქართულ ნაძვის ხესაც“ უწოდებენ.

ჩიჩილაკს თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებდნენ. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისთვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისკენ თხელი ბურბუშელების ათლას იწყებდნენ.

ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, რომელსაც საახალწლოდ ამზადებდნენ. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, ყველაზე გავრცელებული კი გურული ჩიჩილაკია. იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ. ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა.

საშობაო ყვავილად წოდებული ულამაზესი პუანტესა (იგივე „შობის ვარსკვლავი“) კი საქართველოში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს:

მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა. მათ, თურმე, ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა, მაგრამ და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის ღამეს მოძღვარს ქოთნით პუანტესა მიართვეს. გადმოცემის თანახმად, იმ ღამეს მცენარემ ფერი იცვალა და გაწითლდა.

პუანტესა ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. ისინი გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოხიბლულან, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს flor de Nochebuena, ანუ შობის ღამის ყვავილი უწოდეს.

„შობის ყვავილი“ თავისი მწვანე ფოთლებითა და წითელი „ვარსკვლავებით“ ახალი წლის დღეებს განსაკუთრებულად უხდება. მისი მოვლა არც ისე რთულია. როგორც ამბობენ, მას ბედნიერების მოტანა შეუძლია.

ჩიჩილაკისა და „შობის ყვავილის“ ტრადიცია საუკუნეებს უძლებს. აღსანიშნავია, რომ ორივე  ნაყოფიერების, ბარაქისა და ბედნიერების სიმბოლოა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება