სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ღირსეული სამუშაო საბავშვო ბაღებში“ - რა წერია 2024 წლის ბიუჯეტში
22-12-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დეტალები უკვე ცნობილია. დოკუმენტში სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, სადაც შეიქმნება სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემო და დაცული იქნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების   სახელმწიფო სტანდარტები.

ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმები შესაბამისობაში უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება გენდერულად მნიშვნელოვანია, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 196 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 70%-ს შეადგენს.

პროგრამის მიზანია ღირსეული სამუშაო და ხარისხიანი განათლება - ნათქვამია 2024 წლის ბიუჯეტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება