სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტებზე ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა - დეტალები
16-12-2023
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტში, წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა.

სტუდენტი, რომელიც სწავლობს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

ასევე სტუდენტი, რომელიც სწავლობს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოიპოვა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო გრანტი; სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა); ასევე დოქტორანტი, რომელმაც დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი, მიიღებს ფულად ჯილდოს.

რაც შეეხება თანხის ოდენობას, დოკუმენტის თანახმად:

„100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 1000 ლარით; 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 700 ლარით; 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ბაკალავრიატის სტუდენტი დაჯილდოვდება 500 ლარით;

ბაკალავრიატის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა ,,ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.

მაგისტრატურის სტუდენტი, რომელმაც მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, დაჯილდოვდება 1500 ლარით;

მაგისტრატურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.

დოქტორანტურის სტუდენტი დაჯილდოვდება 2000 ლარით, დოქტორანტურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე სემესტრის მანძილზე თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით, ხოლო დოქტორანტი, რომელმაც დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი დაჯილდოვდება 3 000 ლარით“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება