| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის 500-ლარიანი თანადაფინანსება, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, ან/და აქვთ მოპოვებული 50% და 70% სახელმწიფო გრანტი სწავლის დაფინანსებაზე.
აღნიშნულ დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე, სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის ან/და ნაწილობრივი დაფინანსების, თანხის ოდენობის და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტების შესახებ;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი.
ასევე, ბიუჯეტის ცვლილებით, ერთჯერადად 5000-ლარიანი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე.დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
დ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა