სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაფართოებული სასწავლო გეგმა - რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა
07-12-2023
-
+


გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სასკოლო სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები, როგორც წესი, მხედველი თანატოლების მსგავსად ეუფლებიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს და გადიან იმავე შედეგზე, რაზეც მათი მხედველი თანაკლასელები. თუმცა მხედველობის დარღვევიდან გამომდინარე, ისინი მოკლებულნი არიან სპონტანურ სწავლას. შესაბამისად, მათ რიგი უნარების განსავითარებლად ესაჭიროებათ სპეციფიკური მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით სწავლება. გაფართოებული სასწავლო გეგმა 9 სფეროს აერთიანებს, რომლებზე მუშაობაც უნდა ხორციელდებოდეს, როგორც საკლასო გარემოში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებზე, ასევე,  ინდივიდუალურად.

ეს სფეროებია:

  • კომპენსატორული აკადემიური უნარები;
  • ტექნიკური აღჭურვილობა და დამხმარე საშუალებების გამოყენება;
  • ნარჩენი მხედველობის გამოყენება;
  • სოციალური ინტერაქცია;
  • დამოუკიდებელი ცხოვრება;
  • დასვენება და თავისუფალი დრო;
  • პროფესია და კარიერა;
  • თვითადვოკატირება;
  • მობილობა-ორიენტაცია (იხ. მობილობა-ორიენტაციის სტანდარტი).
ზემოთ აღნიშნულ სფეროებზე მუშაობაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, როგორც საგნების მასწავლებლები, ასევე: სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი. თუ მოსწავლე მრავლობითი დარღვევის მქონეა, საჭიროებისამებრ, შეიძლება ჩაერთოს დამატებითი სპეციალისტიც, მაგ., მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვ. 

იხილეთ, გაფართოებული სასწავლო გეგმის დოკუმენტი სრულად

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება