სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნორჩი არქეოლოგები სენაკის N1 საჯარო სკოლიდან - იხილეთ, კლუბ „ეგრისის“ მორიგი საინტერესო აქტივობა
29-11-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ისტორიის მოყვარულთა კლუბი „ეგრისი“, რომლის მოსწავლეები, პედაგოგ ნესტან გოგოხიას ხელმძღვანელობით,  სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულნი და საქართველოს ისტორიას ხალისითა და დიდი შემართებით ეუფლებიან. 

ახლახან, სკოლის ისტორიის წრის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს. ამჟამად, გეგმით გათვალისწინებული იყო სიმულაციური არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.

მოსწავლეებმა მიიღეს ინსტრუქცია, დაურიგდათ შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც დასჭირდათ არქეოლოგიური გათხრების დროს.

სპეციალურად მომზადებულ არქეოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს სხვადასხვა ნივთები ( ხე, ძვალი, რკინის და სპილენძის არტეფაქტები, ნახშირი, კერამიკის და ნუმიზმატიკის ნივთები) და გათხრას შეუდგნენ.

ნაპოვნი არტეფაქტები აწონეს, გაზომეს, შეისწავლეს. მოსწავლეები შეეცადნენ გაერკვიათ, რომელ ეპოქას მიეკუთნება ნივთი, რისგანაა დამზადებული, რა დანიშნულებით გამოიყენებოდა, ქართული ნაკეთობაა თუ უცხოური და ა. შ.ეს ყველაფერი კი „ნორჩი არქეოლოგის“ დღიურში აღწერეს. 

არტეფაქტის პერიოდის დასადგენად მოსწავლეებმა გამოიყენეს წინა შეხვედრაზე დამზადებული რესურსი (პერიოდიზაციის სკალა).ბოლოს განიხილეს, იმსჯელეს და პასუხის გასცეს კითხვებს:

- რა გვასწავლა ამ გათხრებმა;

-რა სირთულები ახლავს არქეოლოგიურ მუშაობას;

-რატომ უჭირთ მეცნიერებს ამა თუ იმ საკითხზე პასუხის გაცემა;

-რატომ არის ზოგჯერ აზრთა სხვადასხვაობა და ა. შ.

მოსწავლეები დარწმუნდნენ, თუ რა დიდი წვლილი მიუძღვის წარსულის შესწავლაში მეცნიერებს ერთ-ერთ დარგს - არქეოლოგიას. წრის ყველა წევრს გადაეცა „ნორჩი არქეოლოგის“ სერტიფიკატი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება