სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, ვინ თავისუფლდება თანხის გადახდისგან - საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა
27-11-2025
-
+


ცნობილია ვინ არ გადაიხდის თანხას საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაში. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და საფასურების განსაზღვრის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებების მოთხოვნისას, გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, აგრეთვე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები;

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

გ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეები და მათთან გათანაბრებული პირები – 70 %-ით;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები – 70% -ით;

ე) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 70%-ით;

ვ)  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის არაუმეტეს 70 000 - 70%-ით;

ზ) საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;

თ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები – 50%-ით;

ი) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები – 50%-ით.“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება