| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სატელევიზიო ეთერში განმარტა მასწავლებლების ახალი სახელფასო ფორმულის დეტალები და განაცხადა, რომ ხელფასის ზრდა შეეხება ყველა მასწავლებელს.
„დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რათა მასწავლებლების სახელფასო ფორმულა გავხადოთ უფრო სამართლიანი, კონკურენტუნარიანი... ვინც მეტს მუშაობს, მეტი ანაზღაურება უნდა აიღოს და რა თქმა უნდა გვინდა, პედაგოგები იყვნენ კონცენტრირებულნი სწავლის პროცესზე, ბავშვზე, საკლასო ოთახზე და არ იყვნენ გაბნეულები ორ-სამ ადგილას.
მოდელის პრეზენტაცია, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, დეკემბერში გვექნება და უკვე ცნობილია, რომ მასწავლებლების ხელფასი იზრდება 1-ელი ივლისიდან. ამასთან დაკავშირებით, მინდა, რამდენიმე განმარტება გავაკეთო:ძალიან მარტივი იქნებოდა, ბიუჯეტისთვისაც და ჩვენთვისაც, გაგვეგრძელებინა ის 100-ლარიანი მატება, თუმცა სხვაგვარი გადაწვეტილება მივიღეთ.
სისტემა რომ მოვამზადოთ ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასასვლელად, საჭიროა მიმდინარე 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდეს და 1-ელი ივლისიდანვე, როცა მასწავლებლები გადიან შვებულებაში, მათ გაეზარდოთ ანაზღაურება.
ხაზგასმით ვაცხადებ - ხელფასი გაეზრდება ყველას, მიუხედავდ სტატუსისა; მასწავლებლების სურვილია, გაზრდილიყო საბაზო ხელფასი და სწორედ ამ ფორმულაზე მიდის მუშაობა.
დღეს რა ხელფასებიც აქვთ მათ, სრული განაკვეთის პირობებში, მინიმუმ 500 ლარით ეზრდებათ ანაზღაურება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის 600-700 და 800 ლარიც.
ხოლო ვისაც არ აქვს სრული განაკვეთი, შესაძლოა, ეს არ იყოს 500 ლარი და იყოს 400-300-200 ლარი, გააჩნია საათობრივ დატვირთვას, რომელიც აქვს მასწავლებელს
თუმცა ვადასტურებ, ეს მატება 100 ლარზე გაცილებით მეტი იქნება - 200-300-400 ლარი.
დღეს გვყავს 50 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი და მათ 70 პროცენტს შეეხება 500 ლარით და მეტით ხელფასის ზრდა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი