| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეთავაზება კერძო სექტორს - პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანას უნარების ეკოსისტემაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. ეს შეთავაზება ითვალისწინებს სხვადასხვა ალტერნატიულ მიდგომას.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო სექტორს სთავაზობს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, შემდეგი ფორმით:
• კოლეჯების თანადაფუძნება/თანაინვესტირება;
• კოლეჯის მართვაში გადაცემა;
• კოლეჯის კონკრეტული მიმართულების მართვაში გადაცემა;
• კოლეჯის ინფრასტრუქტურის/სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა პირობით.
დაინტერესებულ კომპანიებს, შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის მიზნით, წერილობით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა