სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა სახის აქტივობები შეიძლება დაგეგმოთ ბუნებაში?
19-11-2023
-
+


საწავლო წლის განმავლობაში, ბუნებაში სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. ისინი ექსკურსიებსა და პიკნიკებზე, მასწავლებლების ხელმძღვანელობით დადიან, რაც ერთმანეთთან მეტად აახლოებს. გარდა ამისა, ისინი ბუნებასთან კავშირის ძალას უკეთ აღიქვამენ. 

როგორც სასკოლო საზოგადოებას არაერთხელ აღუნიშნავს, მოსწავლეებისთვის ბუნებაში გამართული ღონისძიებები საინტერესო და სასიამოვნოა. ერთ-ერთი უცხოელი მასწავლებელი კოლეგებს ინფორმაციას იმ აქტივობების შესახებ უზიარებს, რომელთა განხორციელებაც ბუნებაში შეიძლება.

ხელოვნური თუ ბუნებრივი?

როდესაც ბავშვებთან ერთად ბუნებაში სეირნობთ, აუცილებლად ნახავთ უამრავ ბუნებრივ ელემენტს, თუმცა ადამიანის ხელით შექმნილიც შეიძლება შეგხვდეთ. მაგალითად, როგორიცაა ჩიტების ხის სახლი, გზის აღმნიშვნელი აბრები. მოსწავლეებს ჰკითხეთ ბუნებაში ნანახი საგნებიდან რა იყო ბუნებრივი და ხელოვნური. 

დასუფთავების აქცია

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, თუ რამდენად აუცილებელია ბუნებაზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება. როდესაც გასვლით აქტივობას გამართავთ, ნარჩენებისა და ნაგვისთვის პარკები წაიღეთ, შემდეგ კი ნაგავი ბუნკერში მოათავსეთ. ასე მოსწავლეები გარემოს დასუფთავებას შეეჩვევიან და გააცნობიერებენ, რომ ის არ უნდა დააბინძურონ. 

ე.წ. „ბუნების ყუთები“ შექმენით

ბუნებაში სხვადასხვა საინტერესო რამის აღმოჩენაა შესაძლებელი. მოსწავლეებს უთხარით, რომ სეირნობისას რომელი საგნებიც მათ ყურადღებას მიიპყრობს ყუთში მოათავსონ, შემდეგ კი მათ მახასიათებლებზე ისაუბრებთ. მაგალითად, ბავშვებმა შეიძლება კენჭები, ფოთლები, გირჩები შეაგროვონ. 

ბუნებაში სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის ფორმას დააკვირდით 

მაგალითად, მოსწავლეებს სთხოვეთ, მოძებნონ წრის, მართკუთხედის, კვადრატის ფორმები. შემდეგ მათ მახასიათხებლებზე ისაუბრონ. ამით ისინი გარემოს მრავალფეროვნებასაც შეიგრძნობენ და სხვადასხვა საგნის ცოდნას გამოავლენენ. 

სხვადასხვა ნაკეთობის დამზადება 

ფოთლებით, კენჭებით, გირჩებით, წიწვებითა თუ სხვა მასალით მოსწავლეებს სხვადასხვა ნაკეთობის დამზადება შეუძლიათ. მათ უბრალოდ ფანტაზია უნდა გამოიყენონ და მარჯვედ იმუშაონ.

ბუნებაში გამართული აქტივობების შთაბეჭდილებები მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ, ეს მათთვის სასიამოვნო მოგონება და საინტერესო გამოცდილება იქნება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება