| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში პროექტის - „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში მორიგი აქტივობა - თანატოლგანმანათლებლობა ჩატარდა.
X ბ კლასის მოსწავლეებმა - ანა ფანცხავამ, მათე იობიძემ, ჯინა ჩავჩიძემ და ანა ირემაძემ, რომელთა მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი კი ლელა მანდარია გახლავთ, საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს საბაზო საფეხურის VII-VIII-IX კლასებში.
საპრეზენტაციო თემამ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რაზეც ბავშვების აქტიური ჩართულობა მეტყველებდა.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას