სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საშემოდგომო კვირეული - შემოდგომის სიმფონია“ - საინტერესო პროექტი არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
06-11-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგმა, მაია მნათობიშვილმა სადამრიგებლო III კლასში პროექტი - „საშემოდგომო კვირეული - შემოდგომის სიმფონია“ განახორციელა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ამავე კლასის ინგლისური ენის პედაგოგი სოფიკო კობაიძე. მან მოსწავლეებს მინი წვეულება - „წვეულება ჩაიზე“ შესთავაზა.

აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ელზა ქავთარაძემ მოსწავლეებთან ერთად აქტივობა „გორგომიჭელა“ განახორციელა.

„შემოდგომის სიმფონიამ“ კი ლამაზად შემოაბიჯა დასკვნით ნაწილში, რამაც მოსწავლეებში დიდი მხიარულება და სასიამოვნო ემოცია გამოიწვია“, - გვიყვებიან სკოლაში.

ზეიმი მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული, რომლებიც ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს.

ღონისძიების ორგანიზებასა და საშემოდგომო გარემოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის „შემოდგომის კვირეულის“ ორგანიზატორებს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მრავალი ღონისძიების განხორციელებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება