| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, სადაც სხვადასხვა ფერადი, სეზონური ხილი განალაგეს.
მათ ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს და ფესტივალზე წარადგინეს, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ