სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძაღლი ადამიანის მეგობარია“ - ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და შთამბეჭდავი საპრეზენტაციო ნამუშევრები
06-11-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში (დირექტორი: მიხეილ ხალვაში) კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალი სასწავლო წლიდან ისევ აქტიურად დაიწყო საინტერესო აქტივობების განხორციელება საგაკვეთილო პროცესში.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეების მაღალი აქტიურობა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულებისას.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა მეხუთე კლასში (საგნის მასწავლებელი: მანანა შაინიძე. დამრიგებელი: ციური დავითაძე). არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლისას მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობაზე, კერძოდ, თემაზე - „ძაღლი ადამიანის მეგობარია“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საპრეზენტაციო ნამუშევრები, საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები და საინტერესო იდეები. ისინი ამჯერადაც გამოირჩეოდნენ მაღალი აქტიურობით.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია აღსაზრდელების დამაჯერებელი და არგუმენტირებული მსჯელობა და საუბარი იმის თაობაზე, ცხოვრებაში თუ  როგორ გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. წარმატებები და წინსვლა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება