| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში „დედაენის“ კვირეული მოეწყო.
კვირეულთან დაკავშირებით, სკოლაში, პედაგოგების - მადონა პოლეტაევას, ნატო შონიასა და პამელა გოგოხიას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი - „დედაენა სიბრძნის წყარო“ განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებზე იმუშავეს.
სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსში, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათ, ასევე იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, საინტერესო ნახატები შექმნეს, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
კვირეული აღნიშნულ აქტივობებთან ერთად, მოიცავდა ინტელექტუალურ კონკურსს - „ვის უკეთ ახსოვს ი.გოგებაშვილის ნაწარმოებები“, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
ბოლოს კი, სკოლაში დასკვნითი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ბავშვებმა ღონისძიებაზე მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, მათი ღვაწლი აღნიშნეს და საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აღნიშნულ პროექტზე აქტიურად იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ