სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების დაფინანსებასა და ბუფეტებზე მინისტრმა შეხვედრა ჩაატარა 
07-11-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უწყებამ თავად გაავრცელა.

„მინისტრი შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. მათ შორის, მხარეებმა იმსჯელეს სკოლებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, სასკოლო კვებას, ბუფეტებს, ჰიგიენის დაცვას, სკოლების დაფინანსებას და სხვ.

გიორგი ამილახვარმა მშობლებს სკოლებში პრობლემების დაძლევის კუთხით საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს კი მხარეებმა, სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებისა და არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეული განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, მშობლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება, რათა ისინი კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები მიმდინარე რეფორმის პროცესში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება