| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში ქვეყნის ისტორიის და კულტურის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში შეიქმნა ისტორიის მოყვარულთა წრე „ეგრისი“. წრის სამიზნე ჯგუფს საბაზო საფეხურის - VII-XI კლასები მოსწავლეები წარმოადგენს.
ამჟამად კლუბში გაწევრიანებულნი არიან:
18 ოქტომბერს, ისტორიის მოყვარულთა წრის წევრთა მონაწილეობით გასვლითი აქტივობა მოეწყო. მოსწავლეები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმი. დიდი ინტერესი გამოიწვია უძველესი პერიოდის არტეფაქტებმა. გაიხსენეს ისტორიის გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა, კიდევ ბევრი რამ გაიგეს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.
მოსწავლეთა ისტორიის მასწავლებელი ნესტან გოგოხია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ