| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2027 წლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაზე 570.5 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. თანხა მოიცავს როგორც საბიუჯეტო სახსრებს, ისე გრანტებისა და კრედიტების დაფინანსებას.
ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაფინანსება 2027 წელს მცირდება. 2026 წლის გეგმით პროგრამისთვის 667 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი 570.5 მილიონ ლარამდე ჩამოდის. სხვაობა 96.5 მილიონი ლარია.
პროგრამის ფარგლებში ორი ძირითადი მიმართულება ფინანსდება: ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის - 450.5 მილიონი ლარი
ყველაზე დიდი თანხა გამოყოფლია „ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“; 2027 წლისთვის ამ მიმართულების საერთო დაფინანსება 450.5 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. აქედან 428 მილიონი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 9.5 მილიონი - გრანტი, ხოლო 13 მილიონი ლარი - კრედიტი.
შედარებისთვის, 2026 წლის გეგმაში აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსება 537 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2027 წელს ამ მიმართულებისთვის გათვალისწინებული თანხა 86.5 მილიონი ლარით ნაკლებია,
დოკუმენტში ამ მიმართულების მიზნებად მითითებულია საჯარო სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 120 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამ თანხის სრული მოცულობა საბიუჯეტო სახსრებიდან ფინანსდება.
2026 წლის გეგმაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. შესაბამისად, 2027 წელს დაფინანსება 10 მილიონი ლარით მცირდება.
ბიუჯეტის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით მუნიციპალიტეტებში ახალი დაწესებულებების მშენებლობა და არსებული ბაღების რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს.
ცალკე აღსანიშნავია, რომ პროგრამის ხარჯვითი ნაწილი ძირითადად არაფინანსური აქტივების ზრდას, ანუ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს უკავშირდება. 2027 წელს პროგრამის ფარგლებში არაფინანსური აქტივების ზრდისთვის ჯამურად დაახლოებით 566.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო მიმდინარე ხარჯების კომპონენტი დაახლოებით 5.65 მილიონ ლარს შეადგენს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან
სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ