სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 
08-10-2026
-
+


მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მართვა - ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი.

შეფასების პროცესში მოსწავლე განიხილება ცნობისმოყვარე, საკუთარი ინტერესების, ხასიათისა და გამოცდილებების მქონე  ინდივიდად, რომელსაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არეალი მოქმედებისა და უკუკავშირისთვის.

შეფასების ძირითადი ამოცანებია: 

ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;

ბ) მოსწავლის  მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;

გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

შეფასება შეიძლება იყოს: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

განმავითარებელი შეფასება:

ა) აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას/პროგრესს;

ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია  შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით.

განმსაზღვრელი შეფასება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტებს ადგენს თავად სკოლა.

საკლასო შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით: 

  ქულები

შეფასების დონეები

შეფასების დონეების აღწერა

10

მაღალი

მოსწავლე  საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს.

9

8

საშუალოზე მაღალი

მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად.

7

6

საშუალო

მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.

5

4

3

2

1

დაბალი

მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და არაარსობრივია.

სკოლა უფლებამოსილია შეიმუშავოს შეფასების განსხვავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სემესტრული და წლიური ქულების კონვერტაციას მოქმედ 10-ქულიან სისტემაში.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება.

საჯარო სკოლის I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება.

განმსაზღვრელი შეფასება შეიძლება იყოს დიფერენცირებული და არადიფერენცირებული და შეიძლება განხორციელდეს საკლასო და სისტემურ დონეზე (ერთიანი ეროვნული გამოცდები,  ეროვნული შეფასება, სტანდარტიზებული ტესტები, Cambridge KET, PET, FCE;PISA, PIRLS, TIMMS).

საჯარო სკოლაში არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით შეთავაზებულ საგნებში. საშუალო საფეხურზე პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).

განმსაზღვრელი შეფასება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განმავითარებელი მიზნებისთვისაც.

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

ა) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; სემესტრული ქულა გამოითვლება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; სემესტრული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით. სემესტრული ქულის ამაღლება უნდა დარეგულირდეს სასკოლო სასწავლო გეგმით;

ბ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიური ქულა გამოითვლება საგნის სემესტრის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) საგნის საფეხურის ქულა - საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;

დ) საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება