| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორ ეკა ჩაბაიძისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, მოსწავლეთა გულთბილ დახვედრასა და მათ მოტივირებას უკავშირდება.
დირექტორისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მათ შესაძლებლობებსა და ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზოს და ცოდნის სამყაროში საუკეთესო მეგზურობა გაუწიოს. მოსწავლეთა ანთებული, ინტერესით სავსე თვალები ახარებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სწავლა ნამდილ სიხარულად უქციოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- როგორ შევხვდებით მოსწავლეებს, განსაკუთრებით იმ პირველკლასელებს, რომლებიც გაფაციცებული თვალებით შემოგვყურებენ და ვერ გარკვეულან რა ხდება მათ თავს ახალი, საოცარი...
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- რომ ყველა მოსწავლის შესაძლებლობა გაითვალისწინო, გაკვეთილი იყოს ხალისიანი და არა დამღლელი...
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეების ანთებულ თვალებს ვხედავ, კლასში იგრძნობა ინტერესი და მათთვის მასალა საინტერესო კონტექსტშია მიწოდებული.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეების განწყობითა და მათი ინტერესით სავსე თვალების დანახვით, როდესაც კლასში შემოდიან ახალი თავგადასავლების აღმოჩენისთვის...
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს, გაკვეთილის დასაწყისში რამდენიმე წუთს ვუთმობ ერთმანეთის განწყობის გაზიარებით...
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- სასწავლო პროცესის აქტიურ თანამონაწილედ გრძნობს თავს...
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- როდესაც მასწავლებელი მეგზურია და არა მკაცრი შემფასებელი...
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა