სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
30-09-2026
-
+


ფსიქოლოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში ელექტრონულ ჟურნალში დამატებითი შესაძლებლობები ექნებათ. მათ შეეძლებათ მოსწავლეების შეფასებებისა და დავალებების გაცნობა, დავალებების მიცემა, შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის გაცემა და შეხვედრების დაგეგმვა.

ელექტრონულ ჟურნალში სპეციალისტებს წვდომა ექნებათ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასებებზე, გაცემულ დავალებებსა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციაზე, რომელთანაც ისინი მუშაობენ.

ამასთან, ფსიქოლოგსა და სპეციალურ მასწავლებელს მოსწავლისთვის დავალების მიცემაც შეეძლებათ. ამისთვის ისინი ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულს გამოიყენებენ და მოსწავლეს დავალების წარმოდგენის ვადასაც განუსაზღვრავენ.

მოსწავლის მიერ ელექტრონული ჟურნალის საშუალებით გაგზავნილ დავალებაზე სპეციალისტებს უკუკავშირის გაცემა კომენტარის სახით შეეძლებათ. უკუკავშირი ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა აისახოს.

თუ სემესტრის დასრულებამდე 8 კალენდარულ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, უკუკავშირის ასახვის საბოლოო ვადად სემესტრის დასრულება განისაზღვრება.

გარდა ამისა, ფსიქოლოგსა და სპეციალურ მასწავლებელს ელექტრონული ჟურნალის კალენდრის მოდულიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შეხვედრის ჩანიშნვაც შეეძლებათ.

ელექტრონული ჟურნალი მათ კომუნიკაციის შესაძლებლობასაც მისცემს. „ჩატის“ მოდულის გამოყენებით სპეციალისტები შეტყობინების გაგზავნას შეძლებენ საჯარო სკოლის დირექტორთან, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ან ადმინისტრატორთან, ასევე მოსწავლის მასწავლებელთან, კლასის დამრიგებელსა და მშობელთან.

ამრიგად, ელექტრონული ჟურნალის ფუნქციონალი ფსიქოლოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებული სასწავლო და საკომუნიკაციო პროცესები ერთიან ელექტრონულ სივრცეში განახორციელონ და ასახონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება