| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლებში მობილური ტელეფონების შეზღუდვის ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში საგანმანათლებლო სივრცეში მკაფიოდ გამოიკვეთა პოზიტიური დინამიკა, თუმცა რეფორმის მთავარ გამოწვევად ტექნოლოგიების სრული აკრძალვის ნაცვლად, მათი სწორი, მიზნობრივი მართვა დარჩა. სწორედ ამ გამოწვევას უნდა უპასუხონ სასწავლო დაწესებულებებმა, იპოვონ ოქროს შუალედი ბავშვების აკადემიურ კონცენტრაციასა და თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს შორის.
პირველი თვის შედეგებით, კლასებში საგრძნობლად იკლო ყურადღების გაფანტვის შემთხვევებმა. მოსწავლეებში გაქრა ე.წ. „ვირტუალური მოლოდინის რეჟიმი“, როდესაც ისინი საგაკვეთილო პროცესში მუდმივად ეკრანებისკენ იხედებოდნენ. თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, სკოლამ შეინარჩუნა ინოვაციური მიდგომა - მობილური ტელეფონები სრულად კი არ განიდევნა სასწავლო სივრციდან, არამედ იქცა კონტროლირებად, საგანმანათლებლო რესურსად, რომელიც მხოლოდ საგაკვეთილო საჭიროების დროს აქტიურდება - აღნიშნულ მიდგომაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიამ გრძელიშვილი, მიიჩნევს, რომ ახალმა წესმა მოსწავლეებში მაღალი პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბა:
„ამ ერთი თვის განმავლობაში ცვლილებამ ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო. ბავშვები გაცილებით მობილიზებულები არიან, გაკვეთილებზე ყურადღება აღარ ეფანტებათ და ტელეფონისკენ თვალი აღარ გაურბით. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ თანამედროვე განათლება ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, გვაქვს სიტუაციები, როდესაც პედაგოგს კონკრეტული დავალების, პროექტის ან ინტერაქციული აქტივობისთვის სჭირდება ციფრული რესურსი. ასეთ დროს მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით იყენებენ მობილურებს“, - აღნიშნავს ქალბატონი მარიამი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ