| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი სასწავლო წლის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე რეზონანსული სიახლე სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვაა. რეფორმამ, რომელსაც თავიდან საზოგადოების ნაწილში სკეპტიციზმი ახლდა, პირველივე კვირებში აჩვენა, რომ სასკოლო ცხოვრებაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მობილურების შეზღუდვა საკლასო ოთახებში ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც შესამჩნევი გამხდარიყო.
როგორც პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ტელეფონების „ეკრანების მიღმა“ დარჩენამ მოსწავლეებს შორის სრულიად სხვაგვარი დინამიკა გააჩინა. გაკვეთილებზე საგრძნობლად აიწია ყურადღების კონცენტრაციის დონემ, ხოლო დასვენებებზე, ვირტუალური თამაშების ნაცვლად, სკოლის დერეფნებსა და ეზოებში ცოცხალი ინტერაქცია, ხმაური და რეალური კომუნიკაცია დაბრუნდა.
რეფორმის პირველ შედეგებს etaloni.ge-სთან აფასებს ქარელის მუნიციპალიტეტის, ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი, ალექსანდრე ავალიანიც და აღნიშნავს, რომ სიახლემ სასწავლო გარემოზე მკვეთრად დადებითი გავლენა მოახდინა:
„პირველი ერთი თვის დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ მობილური ტელეფონების შეზღუდვამ სკოლაში სრულიად შეცვალა ატმოსფერო. მოსწავლეები გაცილებით უფრო მობილიზებულები არიან საგაკვეთილო პროცესში, აღარ აქვთ მუდმივად შეტყობინებების მოლოდინის რეჟიმი. რაც მთავარია, დასვენებებზე ბავშვები დაუბრუნდნენ ცოცხალ, ჯანსაღ ურთიერთობებს - უფრო მეტს საუბრობენ, თამაშობენ და ერთმანეთს უზიარებენ ემოციებს, რაც მათი სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს გადაწყვეტილება ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანსაღი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად“.
ზღუდერის საჯარო სკოლის მაგალითი და დირექტორის შეფასება ნათლად აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური პაუზა მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ უკეთეს აკადემიურ მოსწრებაში, არამედ რეალური, ადამიანური კავშირების აღდგენაშიც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ