| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორ ქნარიკ ჩივჩიანისთვის სასწავლო წლის დასაწყისი, პირველ რიგში სწორად ორგანიზებულ სასწავლო პროცესს უკავშირდება. მისი იდეალური გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იწყება და მოსწავლეთა მოტივირებით გრძელდება. მისი თქმით, მაშინ არის გაკვეთილი წარმატებული, როდესაც მთავარ როლში სწორედ მოსწავლეები არიან.
ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი ქნარიკ ჩივჩიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რა გზებს მიმართავს მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- დროის სწორად განაწილების და მართვის შესახებ.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მთავარ როლში არიან მოსწავლეები და არა „ტრადიციულად მასწავლებელი“.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- გაკვეთილი შესბამება მათ ინტერესებს.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- საგაკვეთილო პროცესი მოსაბეზრებელი და დატვირთული არ არის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა