| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული მოსწავლეებს პირველ რიგში ჯანსაღ ცხოვრებას ასწავლის. მისთვის სპორტის გაკვეთილები მხოლოდ ფიზიკურ აქტივობასა და ვარჯიშებს არ გულისხმობს, ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განწყობა, ჩართულობა და სურვილი, თავად გახდნენ სასწავლო პროცესის მონაწილეები.
სპორტის პედაგოგისთვის წარმატებული გაკვეთილის წინაპირობაა, მოსწავლეებს აქტივობებში მონაწილეობის ხალისი ჰქონდეთ, გაკვეთილის დასრულებისას ყველა კმაყოფილი იყოს.
ინტერესი ზოგჯერ ერთი ბურთით იწყება, სწავლა კი როცა ორმხრივი სურვილია ნამდვილ სიხარულად იქცევა.
როგორ წარმოუდგენია სპორტის მასწავლებელს იდეალური გაკვეთილი, როგორ აღვიძებს ბავშვებში ინტერესს და რა არის მისთვის სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი - etaloni.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- განწყობა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- გაკვეთილის დასასრულს, შედეგს.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა კმაყოფილია.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- სიჩუმეში.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ბურთს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- თავისუფლდება.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ორმხრივი სურვილია.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა