| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის - მაია ჟვანიასთვის სასწავლო პროცესი მოსწავლის ინტერესების აღმოჩენით, მოტივაციის გაღვივებითა და პოზიტიური გარემოს შექმნით იწყება.
მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ახალი ცოდნა მიიღონ, არამედ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დაინახონ წინსვლა და იგრძნონ, რომ მათი ძალისხმევა დაფასებულია. გაკვეთილის დაგეგმვისას ის მოსწავლეთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, ინტერესის გასაღვიძებლად კი მრავალფეროვან მეთოდებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა ნამდვილ სიხარულად უქციოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეების მოტივაციის გაღვიძება, პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა და მიზნების ერთად დასახვა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეების საჭიროებებზე და იმაზე, რა უნდა იცოდნენ და შეძლონ გაკვეთილის ბოლოს.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა მოსწავლე ჩართულია, გაიგო მასალა და იგრძნო პროგრესი.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოტივაციის მომენტით და მოსწავლეების აქტიური ჩართვით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს, თამაშებს, კითხვებს და ვიზუალურ მასალას.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი წვლილს ამჩნევენ, აფასებენ და სწავლის პროცესში აქტიურ მონაწილედ გრძნობს თავს.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლე თავად აღმოაჩენს ახალს და გრძნობს, რომ სწავლა მისთვის სასარგებლო და საინტერესოა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ღია წვდომა დავალებებზე გაცილებით უფრო ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს“...
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის ყველას ვინც პროექტის წარმატებით განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა