სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, პიროვნება

„ავტორიზაციის პროცესი სკოლის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია“ - მადონა კოპალეიშვილი, მიქელეფონის სკოლის დირექტორი
29-09-2026
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის უკავშირდება ახალ იმედებს, გეგმებს, გამოწვევებს... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხვდება ამ პერიოდს სკოლა, სადაც თითოეული სიახლე პირდაპირ აისახება მოსწავლეთა ყოველდღიურობასა და სასწავლო პროცესის ხარისხზე. თუმცა 2026-2027 სასწავლო წლის პირველი კვირების აქტუალური თემა ინფრასქტრუქტურული გამოწვევებია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და etaloni.ge-ს რესპონდენტი, ვანის მუნიციპალიტეტის, მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორი, მადონა კოპალეიშვილი, ჩვენთან  საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლაში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე.

როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რა ინფრასტრუქტურული თუ შინაარსობრივი სიახლეებია სკოლაში და რა მთავარი მიზნები დგას საგანმანათლებლო დაწესებულების წინაშე? - etaloni.ge-ს კითხვებს მიქელეფონის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი პასუხობს:

- ქალბატონო მადონა, როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი თქვენს სკოლაში და რა განწყობით შეხვდით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?

- ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში საზეიმო და პოზიტიური განწყობით დაიწყო. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი მიზნებით, მოტივაციითა და ერთმანეთის მხარდაჭერის სურვილით შევხვდით.

- ასეთი პოზიტიური განწყობა და მოტივაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დიდ გამოწვევებთან გამკლავებისას, რაც საგანმანათლებლო პროცესს ახლავს თან. ამ კუთხით, რა არის ის მთავარი სიახლე, რომელსაც 2026-2027 სასწავლო წელს თქვენი სკოლა შეხვდა?

- 2026-2027 სასწავლო წელს ავტორიზაციის პროცესს გავდივართ... ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც სკოლის განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

- ინსტიტუციურ განვითარებასა და ავტორიზაციის პროცესთან ერთად, ხარისხის ამაღლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შიდასასკოლო კულტურასა და დისციპლინას. ამ მხრივ, ერთ-ერთი თვალსაჩინო ცვლილება სასკოლო ფორმების შემოღებაა. როგორ შეხვდნენ მოსწავლეები და მშობლები სიახლეს?

- დადებითად... ჩემს აზრს მოგახსენეთ - სასკოლო ფორმა ხელს უწყობს ერთიანობის, თანასწორობისა და მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შექმნას.

- თანასწორი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, რა თქმა უნდა, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთანაც მჭიდროდ არის დაკავშირებული. არის თუ არა სკოლაში წელს რაიმე სიახლე ინფრასტრუქტურის, საკლასო ოთახების, ტექნიკის ან სასწავლო გარემოს მიმართულებით?

- მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები - ეწყობა გარე სპორტული მოედანი, ასევე შემოიღობება სკოლის ეზო, სპორტდარბაზსა და ბიბლიოთეკას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს.

- ეს ცვლილებები სკოლის იერსახეს ახალ საფეხურზე აიყვანს. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, სამომავლოდ რის გაუმჯობესებას ისურვებდით წელს თქვენს სკოლაში?

- ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაიზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებით სწავლების შესაძლებლობები და შეიქმნას მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება