სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

თუ მოსწავლე არ გისმენთ - 6 რჩევა მასწავლებლებს
21-10-2023
-
+


კლასის მართვა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ხშირად, საჭიროა, რომ მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს და მისი ცოდნის გაღრმავებაზე ასე იზრუნოს. 

მიუხედავად მასწავლებლების უდიდესი მცდელობისა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მათ მოსწავლეები არ უსმენენ, ყურადღება გაფანტული აქვთ და ფიქრებით თითქოს სხვაგან არიან. ალბათ, მსგავს პრობლემასთან საქმე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა პედაგოგს ჰქონია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რატომაც სასკოლო საზოგადოება აღნიშნულ საკითხსა და მისი გადაჭრის გზებზე ხშირად მსჯელობს. 

მასწავლებლებს რჩევას დარგის ექსპერტი უზიარებს და ერთგვარ გამოსავალს სთავაზობს.

გაარკვიეთ, რატომ არ გისმენთ მოსწავლე - ვერაფერს ვერ მოიმოქმედებთ, თუ თავდაპირველად, მოსწავლის ქცევის მიზეზს არ გაიგებთ. ამას ყველაფრის ახსნა შეუძლია. შესაძლოა, მოსწავლეს რამე აწუხებდეს, თავს ცუდად გრძნობდეს ან ზეწოლის ქვეშ იყო - პედაგოგი ამის გარკვევას უნდა შეეცადოს. არის შემთხვევები, როდესაც ის უბრალოდ მოწყენილია ან გავკეთილი არ აინტერესებს ხოლმე. 

მოსწავლესთან კომუნიკაცია - იმისთვის, რომ მოსწავლეები უკეთ გაიცნოთ, მათთან ურთიერთობა აუცილებელია. შეეცადეთ, გაიგოთ, რა მოსწონთ, როგორი ჩვევები აქვთ და რა უფანტავთ ყურადღებას.

სწავლების მეთოდი შეცვალეთ - არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეთა უყურადღებობის მიზეზი მონოტონური გაკვეთილებია. ახალგაზრდებს სხვადასხვა საკითხის შესახებ აზრის დაფიქსირება და აქტივობებით გამრავალფეროვნებული გაკვეთილები მოსწონთ. 

მოსწავლეს მოსმენის კულტურის ჩამოყალიბებაში დაეხმარეთ - წყნარად და არგუმენტირებულად აუხსენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენა, რამდენი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება გაიგონ. გარდა ამისა, დააინტერესეთ, ისეთი დავალებები შესთავაზეთ, რაც აუცილებლად მოსმენას ითვალისწინებს, შემდეგ კი კითხვები დაუსვით ან ტესტი დააწერინეთ. 

ადგილად შესასრულებელი რუტინა ჩამოაყალიბეთ - დაფიქრდით, უყურადღებობის მიზეზი მოსწავლეთა ზედმეტად დატვირთვა ხომ არ არის? სცადეთ და ისეთი რუტინა ჩამოაყალიბეთ, რასაც მოსწავლეები თავს ადგილად გაართმევენ. გაწერეთ შესასრულებელი აქტივობები და მათი თანმიმდევრობა. მოსწავლეებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ერთ დღესაც კი ვერ ჩააგდებენ. 

მოსწავლე ლიდერად აქციეთ - დაანახეთ მოსწავლეს, თუ რამდენად საინტერესოა, როდესაც ლიდერი ხარ, ისინი ამით დაინტერესდებიან და მომავალი განვითარებისთვის ყურადღების მოკრებას უფრო მეტად ეცდებიან. 

ეს რჩევები შესაძლოა მასწავლებელბისთვის მართლაც ძალიან სასარგებლო იყოს. აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეულ პედაგოგს თავისი მიდგომა აქვს და შედეგს შეიძლება სულ სხვა მეთოდებით მიაღწიონ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება