სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

15 ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში - დეტალები
16-10-2023
-
+


ინკლუზიური განათლების მართვის კოორდინაციის გაუმჯობესება - ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა.

როგორც მინისტრის მოადგილემ, გიორგი პაპუკაშვილმა აღნიშნა, პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები გადადიან საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურში.

იცვლება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი და ფუნქციონირებს ფსიქო - საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით.

ასევე, ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება - „შეზღუდული შესაძლებლობა იმთავითვე არ გულისხმობს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, მაშინ როცა არსებული ვერსიის შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა მოსწავლე. ცვლილების შედეგად ხდება განმარტების კორექტირება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე“, - ნათქვამია კანონპროექტში.

ჯამში დოკუმენტი ითვალისწინებს 15 ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ კანონში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება