| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი მოსწავლეზე ძალადობაა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პედაგოგმა მოსწავლეს თმა მოქაჩა.
„ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან“,- ამბობს სკოლის დირექტორი.
მანვე დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დირექტორის განმარტებით, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მასწავლებლის მხრიდან სკოლის დატოვებას.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს უკვე მეორე მასწავლებელია, რომელმაც ბავშვზე ძალადობის გამო სკოლა დატოვა. პირველი ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როცა მასწავლებელმა მოსწავლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევაც მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს. მაშინაც მუსიკის მასწავლებელმა სკოლა დისციპლინური საბჭოს მხრიდან მოკვლევის დაწყებისთანავე დატოვა.
etaloni.ge ეცადა სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას