სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, მასწავლებელი „გაიზარდოს“ მოსწავლესთან ერთად“ - თბილისის N107 სკოლის პედაგოგი ლია ბურჯანაძე
11-10-2023
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლის პედაგოგი ლია ბურჯანაძე პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე საგნით დააინტერესოს და სწავლის წყურვილი გაუღვივოს, ამისთვის კი ბევრს შრომობს - თავადაც ბავშვებთან ერთად, ყოველდღიურად ცოდნას იმდიდრებს. კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვს, რაც სურს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს უფრო გაღვივდეს.  etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ლია ბურჯანაძე პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი, რომ ვიქნები უფრო წარმატებული. მოლოდინის რეალობად გადაქცევაში დამეხმარება თანამშრომლობითი და მეგობრული გარემოს შექმნა მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან. უფრო მეტს ვიზრუნებ თვითგანვითარებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თუნდაც ერთი წარმატებული მოსწავლე და მადლიერი საზოგადოება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- თავად მასწავლებელს უყვარდეს თავისი პროფესია და ყოველი შესასწავლი საკითხის მიმართ მოსწავლეებთან გამოხატოს თავისი განცდა, დამოკიდებულება.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ უფრო მიზანდასახულები, ტოლერანტები, პასუხისმგებლობით აღსავსე თავიანთ მომავალ პროფესიაში. ხშირად დამისვან შეკითხვა: „რატომ?“ წინააღმდეგ შემთხვევაში კონფუცივით შევეკითხები: „რატომ უნდა გასწავლოთ?/ნახევრად ხუმრობით/

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- პროფესიული განათლების მიმართ უფრო მეტი ხელშემწყობი გარემო.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ... 
- ასე ძალიან შემიყვარდებოდა სიტყვა „მასწავლებელი“ მოკლე დროში ასეთ სიყვარულს დავიმსახურებდი მოსწავლეების მხრიდან და მათთვის „ჩემი ლია მასწავლებელი“ გავხდებოდი.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მასწავლებელი „გაიზარდოს“ მოსწავლესთან ერთად. აუცილებელია სკოლის მხრიდან ხელშეწყობა და სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება თანამშრომლობა მშობლებთან, კოლეგებთან, საზოგადოებაში სტერეოტიპის - „რას ასწავლიან სკოლაში“ მსხვრევა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება