სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღებმა შესაძლოა შაბათ-კვირასაც იმუშაოს... აღმზრდელის ხელფასი 990 ლარს შეადგენს“...  - სააგენტოს ხელმძღვანელი ცვლილებებზე საუბრობს
10-10-2023
-
+


თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა, ინტერვიუს დროს, სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის ანაზღაურებაზე კომენატრი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია ხელფასების 100 ლარით გაზრდა.

„დღეს აღმზრდელის ხელფასი, დარიცხული, 990 ლარს შეადგენს, აღმზრდელის თანაშემწის 825 ლარს. ხელფასების ბიუჯეტით გათვალისწინებული ზრდა ყველა თანამშრომელს შეეხება. თუმცა ჩვენ სხვა დამხმარე მექანიზმებზეც ვმუშაობთ.

აღვნიშნავ, რომ არაა ეს მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ კონკრეტულ ინფორმაციას მხარდამჭერ მექანიზმებთან დაკავშირებით. ანაზღაურების ნაწილს არ გულისხმობს, ბევრი სხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმი იქნება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია აღმზრდელი პედაგოგებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვექნება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მან კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება - ეს გახლავთ შაბათ-კვირის სერვისების ამოქმედება და კვირის დღეებში სააღმზრდელო პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება:

„ეს საკითხი ნამდვილად იდგა დღის წესრიგში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა საუბარი და მას მომავალ წელს დავუბრუნდებით. ეს საკითხი მშობლებმა დააყენეს, არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა გვინდა შევარჩიოთ ისეთი, რომელიც მშობელს შეუწყობს ხელს და არც ბავშვის ინტერესები დაზარალდება. კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს, არ შეიძლება ბავშვი სრულად იყოს საბავშვო ბაღში. რეკომენდაცია არსებობს, რომ კონკრეტულ დროს ოჯახში ატარებდეს. ოქროს შუალედი ისე უნდა მოიძებნოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შორის, სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ იქნება ცალსახად მხოლოდ მშობლების მოთხოვნაზე გამოხმაურება“.

რაც შეეხება ბაღების ვიდეოკამერებით აღჭურვას, ჩიქოვანმა განმარტა, რომ ახალ ბაღებში არის და არსებულ ბაღებშიც მიმდინარეობს პროცესი, რათა სამზარეულოს ბლოკებშიც იყოს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები:

„მონიტორები ახლა 30-მდე ბაღის ფოიეში გვაქვს და ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ყველა ბაღში იქნება სამზარეულოს ბლოკის მონიტორი. ვიდეოკამერები გაქვს ყველგან, ძირითად სივრცეებში: გარე პერიმეტრი, შიდა პერიმეტრი, ჯგუფებში, დარბაზებში, ყველგანაა. მასზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს როგორც პერსონალს, ასევე მშობლებს - მომართვის შემთხვევაში“.

წყარო IPN


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება