სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხმაურიანი კლასის მართვის 7 ხერხი - პედაგოგთა მეთოდები 
03-12-2023
-
+


გაკვეთილების შეფერხების გარეშე წარმართვა მასწავლებლისთვის არც ისე მარტივი საქმეა. კლასში ყოველთვის არიან ცელქი ბავშვები, რომლებმაც შესაძლოა საგაკვეთილო პროცესი ხმაურინი გახადონ. 

ასეთ დროს როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მნიშვნელოვანია, არ იყვიროთ მაშინაც კი, თუ კლასში ხმაური არ იკლებს. ზოგჯერ მოსწავლეები შეიძლება უბრალოდ ენერგიით იყვნენ სავსე და განიხილავდნენ სხვადასხვა თემას. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი მიდგომების შერჩევა, რათა სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართოს და ხმაურმაც იკლოს.


უცხოეული პედაგოგები თავიანთ ბლოგში, გამოცდილ და შედეგიან ხრიკებს, კოლეგებს უზიარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეინარჩუნოთ კლასში სიმშვიდე და დისციპლინა. 

ისაუბრეთ დამაჯერებელი ტონით

მოსწავლეებთან ეცადეთ, რომ ისაუბროთ დამაჯერებლად. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ თქვენი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, დამაჯერებელი ტონი ნებისმიერ ადამიანთან საუბრისას დაგეხმარებათ, მათი ყურადღების მიპყრობაში

მიმართეთ მოსწავლეებს ინდივიდუალურად და არა ჯგუფურად

ხმაურიანი საკლასო ოთახის ეფექტურად სამართავად, უმჯობესია ფოკუსირდეთ მოსწავლეებზე ინდივიდუალურად. ეს მიდგომა გამორიცხავს „ძალა რიცხვებში“ ეფექტს, რამაც შეიძლება მოსწავლეები წაახალისოს, გააგრძელონ დამრღვევი ქცევა.

აირჩიეთ „საიდუმლო ქცევის“ წარმომადგენელი

უთხარით მოსწავლეებს, რომ ყოველ კვირას აირჩევთ ერთ მათგანს, რომელსაც გაკვეთილის მიმდინარეობისას დააკვირდებით. თუ ის კარგად მოიქცევა მთელი კლასი მიიღებს საიმე სახის ჯილდოს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ მოსწავლეს ეცოდინება, თუ რომელს აკვირდება პედაგოგი, ყველა ისე მოიქცევა, რომ კლასში წესრიგი არ დაარღვიოს.

გამოიყენეთ ჯილდო წესრიგის წახალისებისთვის

მაგალითად, 20 ქულიანი სისტემით შეაფასეთ მათი სიმშვიდე გაკვეთილის მსვლელობის პროცესში. თუ მოსწავლე არ ემორჩილება წესებს, ქულები იკლებს. ჯერ 10 ქულით რჩებიან, შემდეგ 5 ქულით. საბოლოო დარღვევის შემდეგ მათ 0 ქულა აქვთ. მათ დააინტერესებთ, რამდენი ქულის შეგროვება შეუძლიათ.

შეიმუშავეთ გაკვეთილის გეგმა

ყოველი გაკვეთილის გეგმა მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავეთ. ეს საგაკვეთილო პროცესის მიმართ მათ მეტ ინტერესს აღუძრავს. 

გახადეთ აქტივობები უფრო საინტერესო

შეეცადეთ სტუდენტები ჩართოთ სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობებში, სადაც შეძლებენ თავიანთი შეხედულებების დაფიქსირებას. მაგალითად, ვიქტორინა, სავარჯიშოები, რომლებიც ხელს უწყობენ კრეატიულობას და პრობლემის გადაჭრას.

მოუსმინეთ გულისყურით

მოსწავლეების მოსმენა აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობისა და კლასში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის მათემატიკის გამოცდის ტესტი გამოქვეყნდა

მისაღები გამოცდების პირველად შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

სასურველ სკოლაში პირველკლასელის მისაღებად მიმართეთ დირექციას - რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისიდან იწყება

პიჯაკს, შარვალს, ქვედაბოლოს ცალ-ცალკე ფასი ექნება - მინისტრი სასკოლო ფორმის დეტალებზე

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
თბილისის N219 სკოლის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად წარმატებული აღმოჩდა
 
სკოლის ადმინისტრაცია გიორგი მუმლაძეს მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავს და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებს
 
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება