| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მთავრობის სხდომის შემდგომ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ განიხილეს ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში, რომელიც პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკს ეხება.
მინისტრის განცხადებით 2024-2025 სასწავლო წელს, პირველ კლასში ის ბავშვები შეძლებენ მისვლას, ვისაც 6 წელი შეუსრულდება 1-ელ დეკემბრამდე:
„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი... საზოგადოებრივი ინტერესისა და მშობელთა დიდი მომართვიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, მივიჩნიეთ, მომავალ სასწავლო წელს, სკოლაში შევიდნენ ბავშვები, ვისაც 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდება 6 წელი და აქვე გეტყვით, რომ 2025-2026 სასწავლო წელს, სკოლაში ის ბავშვებიც შეძლებენ შესვლას, ვისაც 6 წელი შეუსრულდება 1-ელ იანვრამდე.
აქვე დავძენ, რომ ეს პროცესი არის ნებაყოფლობითი - ვინც ჩათვლის, რომ მისი შვილი მზადაა სკოლისთვის, შეიყვანოს, ხოლო ვინც ასე არ ფიქრობს, ბავშვი დარჩება ბაღში და ეს ვალდებულება საბავშვო ბაღებს კვლავ რჩებათ“, - დასძინა გიორგი ამილახვარმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას