TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსთხოვეს თუ არა უნივერსიტეტებს, თვითონ დაეფარათ სტუდენტების დავალიანება? - მინისტრი განმარტავს
21-09-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა, რასაც წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ უმაღლეს სასწავლებლებს პირდაპირ მოსთხოვა, უბრალოდ გაენულებინათ სტუდენტების დავალიანება.

აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა განმარტა:

„მინდა განცხადება გავაკეთო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების თაობაზე:

პრემიერმა 15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავალიანება გაუნულდებოდათ იმ სტუდენტებს, ვისაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური ფაქტორის გამო;

აქედან გამომდინარე, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და შესაბამისი მექანიზმების შექმნა; დავიწყეთ სამინისტროში აქტიური მუშაობა როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

შეხვედრები გაიმართა და ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა ყველა გადწყვეტილება - მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს...

სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და მათ გაუნულებენ სრულად არსებულ დავალიანებას.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს,შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დაეთანხმა ყველა, თავისუფალი  და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. მათ ჰყავთ ასეთი 1000 სტუდენტი და ისინი ვერ ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ ორმა უნივერსიტეტმა არ გამოთქვა, თანაშრომლობის სურვილი“.

მინისტრმა სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს „სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას“.

გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ სახელმწიფო კერძო უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტთა დავალიანების 20 პროცენტს აუნაზღაურებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება