სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაღვარევის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ
21-09-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„წარმატებული სასწავლო წელი, ჩემო მერცხლებო, თქვენ ჩემს ცხოვრებას ალამაზებთ. დაფრთიანებული, ბედნიერი, წარმატებული, მინდა გნახოთ. გაიზარდეთ სასახელოები, ჯანმრთელები და რაც მთავარია, არ დაგევიწყებინოთ ადამიანობა, თქვენი სოფელი და ქვეყანა. ბედნიერი ცხოვრების გზებით გევლოთ და თქვენი მისია უფლის წინაშე პირნათლად შეგესრულებინოთ. თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება