სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს 
21-09-2023
-
+


დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და მათ საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს. საზეიმოდ შესრულდა საქართველოს ჰიმნი. 

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„მესტიის N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი გილოცავთ, პირველკლასელებსა და თითოეულ მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს.

ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ, ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. ვიმედოვნებ, რომ იქნებით დაუზარელნი, შრომისმოყვარენი, განათლებულნი, საიმედო და საამაყონი, როგორც ოჯახისთვის, ისე ქვეყნისთვის. სასწავლო მასალის სწავლის გარდა, ვეცდები არ დავიშურო ძალისხმევა, რათა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დაილექოს ჩვენი, როგორც მასწავლებლის ისე მოსწავლის ურთიერთობა. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ სიახლეებით სავსე, საინტერესო და სახალისო მომენტები დავაგროვოთ ერთად. მჯერა, თქვენი შესაძლებლობების, რომ ხართ არაჩვეულებრივნი და განსაკუთრებულნი.

მილოცვას დავასრულებ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ციტატით - „ყველა მოზრდილი ჯერ ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს“, არასდროს დაგკარგვოდეთ ბავშვური გულწრფელობა და სიხალისე და გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - „ჭეშმარიტი სიყვარული, სხვათა გამო სიხარულია“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება