სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

რა უნარებს უნდა ფლობდნენ პირველკლასელები და რა ნივთები უნდა ატარონ სკოლაში - პედაგოგების რჩვები
08-09-2023
-
+


სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. 15 სექტემბერს სხვადასხვა სკოლაში ათასობით მოსწავლისთვის ზარი პირველად დაირეკება. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია პირველკლასელებისთვის და მათი მშობლებისთვის. ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრებათ.

მათი უმრავლესობა ისევ თამაშზე ფიქრობს და სწავლა მათთვის შესაძლოა თავსატეხად იქცეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვები სკოლაში შესვლამდე სხვადასხვა უნარს ფლობდნენ. ამასთან მშობლებისთვის საინტერესოა, რა ნივთები უნდა ატარონ პირველკლასელებმა სკოლაში, რომ სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩაერთვნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge -მ დაწყებითი კლასების პედაგოგებს მიმართა, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს.

ცირა კახაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი:

ვფიქრობ, 6-7 წელი ისეთი ასაკია, როდესაც ბავშვებს უნდათ თავისუფლება. ამიტომ სკოლაში მოსვლამდე უნდა ვეცადოთ მათ დავეხმაროთ მოსმენის უნარის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ისინი ცელქები არიან და მათთვის რთულია ერთ ადგილზე გაჩერება, მაგრამ ამ უნარის ფლობა საჭიროა. წერა-კითხვის ცოდნა ვფიქრობ, აუცილებელი არაა, მაგრამ თუ ასოების და ციფრების ცნობა შეუძლიათ ეს უკვე კარგია.

კარგი კომუნიკაციის ჩამოყალიბება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ ის, რომ პედაგოგი ჩვეულებრივი ადამიანია და მასთან მარტივად უნდა შევიდნენ კომუნიკაციაში. ასე მასწავლებელი შეძლებს იმ ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებას, რაც ეკისრება მოსწავლეებთან მიმართებით. მოსწავლეც და მშობელიც უნდა თანამშრომლობდეს პედაგოგთან.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ბავშვებისთვის სკოლაში მაქვს აუცილებელი ნივთები, რომლებიც მათ სასწავლო პროცესში სჭირდებათ. მაგალითად, ფერადი ქაღალდები, პლასტენილები, ფანქრები, საშლელი. თუმცა, ჩემი აზრით, პირველკლასელმა სკოლაში უნდა ატაროს: მხოლოდ იმ დღის სახელმძღვანელოები, სანიშნე, წყალი, სკოლაში არის წყალი, მაგრამ ხშირად ბავშვებს ეზარებათ გასვლა კლასიდან და ერთმანეთის წყალს სვამენ, რაც ვირუსული ინფექციის გავრცელების წყაროა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მას ატარებენ და ჰიგიენის საშუალებებს - ქაღალდის ხელსახოცს.


ნინო თოდუა, თბილისის N6 საჯარო სკოლის დაწყებითების, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:


პირველკლასელმა ვფიქრობ, მიმატება-გამოკლება, ელემენტარულად ასო-ბგერების, გეომეტრიული ფიგურების ცნობა, სიტყვების დამარცვლა უნდა იცოდეს. ვინც მოსამზადებელ საბავშვო ბაღში დადიოდა ასეთი უნარ-ჩვევებით მოდიან.

მათ, სკოლაში პირველ რიგში, უნდა ატარონ უბრალო ფანქარი, საშლელი, რვეული, წიგნები თავისთავად. ფერადი ფანქრები ასევე აუცილებელია, რადგან დავალებების უმეტესი ნაწილი გასაფერადებელი და დასახატია.

ხშირად პირველკლასელებს კლასში გაჩერება უჭირთ, ტირიან, მშობლებთან უნდათ. მე პირადად მქონდა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ისეთი მიდგომა მაქვს ბავშვებთან, რომ ეს პრობლემა მარტივად გვარდება. თბილად ვეპყრობი მათ. ასე შესაძლებელია, მოსწავლეებს სკოლაში სიარული შევაყვაროთ. არ უნდა დავაძალოთ იმ მომენტში თუ არ უნდათ რამის გაკეთება და ტირიან - უნდა დაუყვავო და შემდეგ თანდათან მოვა ხასიათზეც. მთელი კლასი უნდა ჩავრთოთ აქტივობებში. ზოგჯერ, თამაშში ისე გაერთობიან ხოლმე, რომ სახლში წასვლა საერთოდ აღარ უნდათ.

მშობელთა ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ადევნებენ ისინი შვილის სასწავლო პროცესს თვალყურს, მით მეტად მობილიზებულია მოსწავლეც. ყველა ბავშვს თანაბარ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებსაც არ სცალიათ ვცდილობ დამატებით დავტოვო გაკვეთილების შემდეგ და ვამეცადინო. სკოლა-მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელი ერთი საერთო ჯაჭვია.

ზეინაბ ბოკუჩავა, გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი:

სოციალური უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პირველკლასელს. ადამიანებთან ურთიერთობა, მოსმენა უნდა შეეძლოს. მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ ეს ყველაფერი, სანამ სკოლაში მოვა. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვი თითქმის პირველი ერთი კვირა ტიროდა შემდეგ მიეჩვია სკოლას. დედა უცდიდა კართან, ვისაუბრეთ მასთან ერთად. მშობელი ამ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ სამკუთხედი არაა შექმნილი მოსწავლეს მასწავლებელსა და მშობელს შორის, არაფერი გამოვა. 

ასევე კარგია ბავშვი ასო-ბგერებს თუ ცნობს და კითხვა იცის, მაგრამ თუ არ იცის ესეც არაა პრობლემა სკოლაში ვასწავლით.

აუცილებელი ნივთები, რომლებიც ბავშვებმა უნდა ატარონ არის: სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ფანქარი.




კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები დუმილს ამჯობინებენ, არადა შეუძლებელია ასე გაგრძელება... კვარტალში ერთხელ, როცა არის საშუალება, რომ პრემია გავცეთ, სამინისტრო გვიბლოკავს“

მასწავლებელთა გამოცდის საბოლოო ქულები ცნობილია - გამოაქვეყნდა აპელაციის შედეგები

რა აქტივობები უნდა შესთავაზოს სკოლამ მოსწავლეებს სავალდებულო კამპანიის ფარგლებში

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები გამოაცხადა

დანაშაული სასარგებლო შრომას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„სასკოლო საზოგადოება დირექტორის, მანანა მათეშვილის ხელმძღვანელობით,  გილოცავთ“...

„სკოლის დირექტორი ნატო დევნოზაშვილი და მთელი სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ: როვშან ალიევს, აითაჯ ალიევას, აისუნ მამედოვას, ქაზიმ აბდულევი და ალი გუსეინოვს“

მადონა წერედიანი და ნანო გირგვლიანი გაეცნენ გერმანულ სწავლების მოდელს; პროექტი ჩატარდა განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობით, მასპინძელი კი გახლდათ ჰამბურგის გიმნაზია

პროექტებს ხელმძღვანელობდა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა საბიაშვილი

„ხორნაბუჯის საჯარო სკოლის კოლექტივი, დირექტორის, მარინა მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ულოცავს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - მარიამ ქურციკიძესა და თემურ ზურაშვილს“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება