სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა - რა შედეგები გვაქვს 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე 
04-09-2023
-
+


2023 წელს სტუდენტის სტატუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრერებული აბიტურიენტების 77%-მა ანუ  34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა.

რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა.

100%-იანი  სახელმწიფო გრანტი  მიიღო 1 000-ზე მეტმა  აპლიკანტმა;
70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე  სწავლას  1 550-მდე აპლიკანტი გააგრძელებს. ჯამში დაფინანსდა 12 000-ზე მეტი  გამოსაცდელმა მოიპოვა.

აღსანიშნავია რომ 23440 ნაშრომიდან 4202  შედეგი გასაჩივრდა. აპელაციის შედეგად კი პირველადი შეფასება 1498 ნაშრომს შეეცვალა,1473 ნაშრომს ქულა მოემატა, ხოლო 25 ნაშრომს დააკლდა. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ მაღალია იმ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებლელი, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს საბუნებისმეტყველო საგნებში. 

ფიზიკაში ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტთა 30.95%-მა; 
ქიმიაში - 19.53 % -მა გასმოსაცდელმა
ბიოლოგიაში - 14.71%-მა. 

მაღალია არაქართულენობანი აბიტურიენტების ჩაჭრის მაჩვენებელიც: ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) გამოცდაზე გასული 602 აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი 24.25%-მა ვერ დაძლია, ხოლო ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) გამოცდაზე გასულმა 2573 აპლიკანტიდან ბარიერი 35.6%-მა ვერ დაძლია. 

რაც შეეხება საგნებს, რომელშიც ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა დაიწერა შემდეგია: 649 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა ინგლისურში; 75-მა აბიტურიენტმა - ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ხოლო 44 -მა მათემატიკაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება