სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

მოსწავლის კლასის წინაშე ზედმეტად შექება, საჩუქრის აღება და სმარტფონები - რა არის აკრძალული გერმანიის სკოლებში?
02-09-2023
-
+


გერმანიაში მშობლები ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ შვილებს კრიტიკული აზროვნება ასწავლონ. ისინი ბავშვებს დიდ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აძლევენ. ამავე კონცეფციით მუშაობენ ქვეყანაში სკოლები და ბაღები. მაგრამ სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებით, სკოლაში მაინც არსებობს გარკვეული აკრძალვები და მნიშვნელოვანი შეზღუდვები.

რა არის აკრძალული გერმანულ სკოლაში?

გერმანიაში მასწავლებლებს არ უყვართ ხოტბა და ტრაბახი. ამიტომ პედაგოგი არასდროს მისცემს თავს უფლებას, მოსწავლე მთელი კლასის წინაშე ზედმეტად შეაქოს. გერმანულ სკოლაში ერთის მიღწევა არასდროს დარდება სხვისას. მასწავლებლები ამ პრინციპს მკაცრად მიჰყვებიან და რომელიმე მოსწავლის სწავლაში მიღწეული წარმატებას, სხვისას არ ატოლებენ.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ბავშვებს სკოლის ასაკიდან აქვთ სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები, მათ შორის სმარტფონები. გერმანულ სკოლაში კი ტელეფონი აკრძალულია.

ასევე დაგაინტერესებთ: 2024 წლიდან მოსწავლეებს სკოლაში მობილურის გამოყენება აეკრძალებათ - გაიგეთ, რომელი ქვეყნის განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება

თუ პედაგოგი ბავშვს გაკვეთილზე სმარტფონს აღმოუჩენს, უფლება აქვს ჩამოართვას და მხოლოდ სასწავლო კვირის ბოლოს დაუბრუნოს, ამასთან, გადასცემს არა თავად მოსწავლეს, არამედ მის მშობლებს. მანამდე კი მოწაფესთან ე.წ გამოსასწორებელი საუბარი აქვს. 

მკაცრად აკრძალულია ჩხუბი. გერმანულ სკოლაში „ხურდის დაბრუნება“ იკრძალება. თუ მოსწავლეს ვინმემ აწყენინა, მან ყოყმანის გარეშე უნდა აცნობოს მასწავლებელს. ამის შემდეგ უკვე მასწავლებელი აგვარებს ინციდენტს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის სკოლებში ასეთი მიდგომა წახალისებულია და გაიგივებული არ არის დაბეზღებასთან, როგორც სხვა ქვეყნებში. 

მასწავლებლებისთვის საჩუქრის გაკეთება მიუღებელია. საჩუქარი, შესაძლოა, სკანდალისა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც გახდეს. მართალია, განათლების სფერო ფედერალური მიწის კანონმდებლობით რეგულირდება და თითოეულ მიწას საკუთარი წესების დაწესება შეუძლია, მაგრამ საჩუქრის აღება ყველგან რეგულირდება. 

მაგალითად, ქვეყნის დედაქალაქში მართალია, პედაგოგისთვის 50 ევროზე ძვირადღირებული სუვენირის ჩუქება აკრძალული არ არის, მაგრამ თუ საჩუქრის ფასი დაწესებულ ზღვარს აჭარბებს, სკოლის დირექციას უნდა ეცნობოს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები ფასეულ საჩუქარზე უარს ამბობენ. გარდა საერთო წესებისა სკოლის ხელმძღვანელობას შეუძლია საკუთარი შეზღუდვებიც დააწესოს. ზოგიერთ სკოლაში, მაგალითად, შესაძლებელია მხოლოდ 25-ევრომდე ღირებულების საჩუქრის გაკეთება. ნებისმიერ შემთხვევაში, მატერიალური მადლიერება უნდა იყოს ზომიერი, რომ უხერხულობა არ შეუქმნას საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას.  იხილეთ - რას ჩუქნიან მასწავლებლებს გერმანიაში და რისი მიღებაა აკრძალული 

გერმანულ სკოლებში სპორტის გაკვეთილები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა საგნები, სპორტული ცხოვრების წესი კი წახალისებულია. შესაბამისად სპორტის გაკვეთილებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, მეცადინეობების გაცდენა ან ნაკლებ პრიორიტეტულად ჩათვლა მიუღებელია. ჩვეულებრივ მეცადინეობა კვირაში რამდენჯერმე ტარდება, მესამე კლასიდან კი ახალი საგანი - ცურვა - ემატება. 

ქვეყნის ყველა მიწაზე სკოლის საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენა კატეგორიულად აკრძალულია. უფრო მეტიც, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უტოლდება. თუ ბავშვი სასწავლო პროცესს გაუფრთხილებლად აცდენს, სკოლა ჩვეულებრივ მშობლებს უკავშირდება და გაცდენის მიზეზს არკვევს. გერმანიაში არაფერია განსაკუთრებული, იმაში თუ საპატრულო პოლიცია სახლთან მივა და ბავშვს სკოლაში წაიყვანს. ქვეყანაში განსაკუთრებით ყურადღებით უდგებიან შემთხვევებს, როდესაც ბავშვები არდადეგებს, თვითნებურად, დათქმულზე ადრე იწყებენ ან ერთი ან ორი დღით იხანგრძლივებენ.

ამასთან, თუ მშობლები შვილს არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის უფლებას აძლევენ ჯარიმდებიან. სკოლის არასაპატიო გაცდენისთვის ფულადი ჯარიმა სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე განსხვავებულია - 35-დან 2 500 ევრომდე აღწევს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება