სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

რას ჩუქნიან მასწავლებლებს გერმანიაში და რისი მიღებაა აკრძალული - დეტალები
27-08-2022
-
+


სასწავლო წლის დასაწყისში, დაბადების დღეზე ან საახალწლოდ მოსწავლეები და მათი მშობლები მასწავლებლებისადმი მადლიერების გამოხატვას საჩუქრით ცდილობენ. მაგრამ გერმანიაში მსგავს მადლიერებას საკმაოდ ფრთხილად უდგებიან, რადგან საჩუქარი შესაძლოა სკანდალის და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც კი გახდეს. 

აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო განხილვა ბერლინში 2011 წელს მოხდა. ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს მადლიერების ნიშნად მე-10 კლასის მოსწავლის მშობლებმა მასწავლებელს 190 ევროს ღირებულების პატარა ქანდაკება და 20 ევროდ შეძენილი ყვავილების თაიგული გადასცეს. თითოეული ოჯახიდან 15 ევრო ააგროვეს. მაგრამ კლასის ხელმძღვანელისთვის მირთმეულ უწყინარ საჩუქარს ჯარიმა მოჰყვა. მასწავლებელს ასეთი საჩუქრის მიღებისთვის 4 000 ევროს გადახდა მოუწია. 

ზოგადად, სკოლის მასწავლებლებს ძვირადღირებული საჩუქრის მიღების უფლება არ აქვთ. მაგრამ, რადგან განათლების სფერო ფედერალური მიწის კანონმდებლობით რეგულირდება, თითოეულ მიწას საკუთარი წესების დაწესება შეუძლია. 

მაგალითად, გერმანიის დედაქალაქში, მოქმედებს შემდეგი წესები: მოსწავლეების მიერ პედაგოგისთვის 50 ევროზე ძვირადღირებული სუვენირის ჩუქება აკრძალული არ არის. მაგრამ თუ საჩუქრის ფასი დაწესებულ ზღვარს აჭარბებს, სკოლის დირექციას უნდა ეცნობოს. ასე, რომ საჩუქარზე, რომლის ღირებულება 50 ევროს აღემატება, ან უარი უნდა ითქვას ან ქალაქის განათლების განყოფილების თანხმობა უნდა არსებობდეს. 

გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, ვესტფალიის რეგიონში უფრო მოქნილი წესებია: ნებადართულია წიგნების მიღება სკოლის ბიბლიოთეკისთვის, საკანცელარიო ნივთების, ყვავილებისა და ტკბილეულის. აკრძალული საჩუქრების სიაში შედის: სასაჩუქრე ბარათები, ავიაბილეთები, დასასვენებლად დაპატიჟება ...

გარდა საერთო წესებისა სკოლის ხელმძღვანელობას შეუძლია საკუთარი შეზღუდვებიც დააწესოს. ზოგიერთ სკოლაში, მაგალითად, შესაძლებელია 25-ევრომდე ღირებულების საჩუქრების ჩუქება. ნებისმიერ შემთხვევაში, მატერიალური მადლიერება უნდა იყოს ზომიერი, რომ უხერხულობა არ შეუქმნას არც სხვა მშობლებს და არც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას. 

​არასასწავლო დროს​ მასწავლებლისადმი ყურადღების გამოხატვა ასევე შესაძლოა იყოს აღქმული არაერთგვაროვნად: სკოლის ექსკურსიის შემდეგ სახლამდე ან უახლოეს გაჩერებამდე მიყვანა ნორმალურად ითვლება, ერთობლივად რესტორანში წასვლას კი, შესაძლოა, უსიამოვნება მოჰყვეს. 

იმ შემთხვევაში კი, თუ მშობლებს სკოლის დახმარება დიდი თანხით სურთ, უკეთესია დირექტორთან გაარკვიონ სჭირდება თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებას ასეთი შემოწირულობა. 

სასწავლო წლის დასაწყისში ან დამთავრებისას მადლიერების იდეალური გამოხატულება სასწავლო დაწესებულების უკანა ეზოში გამართული პიკნიკია​. ღონისძიებას თავად მასწავლებლები უკეთებენ ორგანიზებას, ბავშვები მათ ხელნაკეთ სუვენირებსა და ღია ბარათებს ჩუქნიან, მშობლებს კი გამზადებული საკვები მოაქვთ.

წყარო: Deutsche Welle


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება