სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

2024 წლიდან მოსწავლეებს სკოლაში მობილურის გამოყენება აეკრძალებათ - გაიგეთ, რომელი ქვეყნის განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება
15-07-2023
-
+


სმარტფონები მთელი მსოფლიოს პედაგოგებისთვის პრობლემად იქცა. მობილურების გამო ბავშვებს ყურადღება ეფანტებათ, მოსწავლეები კი ხშირად არა საკუთარი ძალების, არამედ ტექნოლოგიების იმედად არიან.

პედაგოგები თანხმდებიან, რომ სასწავლო პროცესში მობილური იმაზე მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სარგებელი მოაქვს. ამიტომ მასწავლებლები გაკვეთილზე ტელეფონების გამოყენებას მთელ მსოფლიოში ებრძვიან. ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ კი სკოლებში მათი აკრძალვაც გადაწყვიტა. 

კარდინალური გადაწყვეტილება ნიდერლანდებში მიიღეს. მობილური ტელეფონების სკოლაში გამოყენება ნიდერლანდელ მოსწავლეებს 2024 წლიდან აეკრძალებათ. გადაწყვეტილება ეხება, ასევე, პლანშეტებსა და სმარტსაათებს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ორ შემთხვევაში:

  • ციფრული უნარების გაკვეთილებზე;
  • თუ ბავშვს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს. 

როგორც ნიდერლანდების განათლების მინისტრმა, რობერტ დეიკგრაფმა განაცხადა, გადაწყვეტილება მრავალი წელი მწიფდებოდა. 

„მართალია, მობილური ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მათი ადგილი კლასში არ არის. კვლევამ კი აჩვენა, რომ ტექნიკური მოწყობილობები მოსწავლეთა კონცენტრაციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს “,- განაცხადა მან. 

ნიდერლანდების სკოლებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. ჯერჯერობით, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდვების გზებს თავად დააწესებს, მაგრამ თუ 2024 წლის ზაფხულამდე სამინისტრო ეფექტს ვერ დაინახავს, ჩაერევა.

წყარო: The Guardian


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება