სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

სკოლის ერთდღიანი არასაპატიო გაცდენისთვის ფულადი ჯარიმა 35-დან 2 500 ევრომდეა -  ქვეყნები, სადაც სკოლაში სიარულს მკაცრად აკონტროლებენ
23-07-2023
-
+


სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ბევრ ქვეყანაში მკაცრი სასჯელი მოქმედებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ხისტია გერმანია.

გერმანიაში სკოლაში სიარული 6-დან 18 წლამდე სავალდებულოა. გერმანია ფედერალური რესპუბლიკაა, ფედერალური მიწები კი სასკოლო ცხოვრების ასპექტებს დამოუკიდებლად განკარგავენ. შესაბამისად, სკოლის გაცდენაც სხვადასხვა მიწაზე განსხვავებულად რეგულირდება. მაგრამ ქვეყნის ყველა მიწაზე სკოლის საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენა კატეგორიულად აკრძალულია. უფრო მეტიც, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უტოლდება. 

თუ ბავშვი სასწავლო პროცესს გაუფრთხილებლად აცდენს, სკოლა ჩვეულებრივ მშობლებს უკავშირდება და გაცდენის მიზეზს არკვევს. გერმანიაში არაფერია განსაკუთრებული, იმაში თუ საპატრულო პოლიცია სახლთან მივა და ბავშვს სკოლაში წაიყვანს. ამასთან, თუ მშობლები სიტუაციას ვერ აკონტროლებენ, მათ მთავრობის მხრიდან დახმარებას სთავაზობენ. ხოლო თუ მშობლები შვილს უფლებას აძლევენ საპატიო მიზეზის გარეშე გაკვეთილები გააცდინოს ისინი ჯარიმდებიან. 

ქვეყანაში განსაკუთრებით ყურადღებით უდგებიან შემთხვევებს, როდესაც ბავშვები არდადეგებს, თვითნებურად, დათქმულზე ადრე იწყებენ ან ერთი ან ორი დღით იხანგრძლივებენ.

გერმანელები სკოლაში დასწრებას იმდენად მკაცრად აკონტროლებენ, რომ ოჯახს სასკოლო ასაკის ბავშვით, შესაძლოა, აეროპორტში პოლიციელი მიუახლოვდეს და ჰკითხოს, რომ ჯერ არდადეგები არ დაწყებულა და რატომ მიფრინავენ შვებულებაში. ასეთივე კითხვა შესაძლოა დასვან საპასპორტო კონტროლზე. ამ დროს, საპატიო მიზეზის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმა გარდაუვალია. 

რა ჯდება გერმანიაში სკოლის გაცდენა?

სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ჯარიმა განსხვავებულია - არასაპატიო მიზეზით სკოლის გაცდენა ყველაზე იაფი ბრემენშია. ერთდღიანი გაცდენა აქ მშობლებს 35 ევრო დაუჯდებათ. ს​ჰესენსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მშობლებს 150-ევრომდე გადახდა მოუწევთ, სამაგიეროდ პირველი გაცდენა აქ უფასოა. 

ბერლინში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2500 ევრომდე აღწევს. საქსონიაში - 1250 ევროს შეადგენს, ბავარიაში კი - 1000 ევროს.

ვინ იხდის გაცდენისთვის?

14 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში ჯარიმას მშობლები იხდიან. 14 წლიდან კი ჯარიმის გადახდა ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს თანხის გადახდა არ შეუძლია, მას სოციალურ სამუშაოებში რთავენ. ეს შესაძლოა იყოს სკოლის ან მისი ტერიტორიის დალაგება, მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობა და ა.შ. 

სკოლის არასაპატიოდ გაცდენისთვის ჯარიმას იხდიან დიდ ბრიტანეთშიც. მოსწავლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ სკოლის გაცდენის უფლება თუ ავადმყოფობენ. მშობლებს შეუძლიათ, შვილის სასწავლო პროცესისგან გათავისუფლება ოჯახური მდგომარეობის გამო მოითხოვონ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი იღებს. 

რა სასჯელი არსებობს სკოლის გაცდენისთვის საფრანგეთში?

საფრანგეთში სკოლაში სიარული 3-დან 16 წლამდე სავალდებულოა. გაკვეთილის გაცდენა შესაძლებელია მხოლოდ გამართლებული იყოს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ბავშვი ან მისი ოჯახის წევრი ავადაა და შეუძლია მოსწავლის დაინფიცირება;
  • ოჯახში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება;
  • ავარია;
  • ბავშვი იძულებულია თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად გაემგზავროს;
  • შეიძლება არსებობდეს სხვა განსაკუთრებული მიზეზიც, სკოლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. 

მშობლებმა ბავშვის დაუსწრებლობის შესახებ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას უნდა შეატყობინონ. თუ მოსწავლემ სკოლა 4-ჯერ გააცდინა, დირექტორი სააღმზრდელო ჯგუფს იწვევს. მისი წევრები ერთად იკვლევენ გაცდენის მიზეზებს. იმ შემთხვევაში კი თუ მშობლებთან სიტუაცია არ გვარდება, ბავშვის საქმე შესაბამის ორგანოებს გადაეცემა. 

ხოლო, თუ დაუსწრებლობა ბავშვის განათლებაზე უარყოფითად აისახება, მშობლებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ბახვის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სითბო და სიხარული ტრიალებდა

„​ჩვენმა პატარებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით მიიღეს მონაწილეობა გამწვანების აქციაში“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება