TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ასპინძის სკოლების გამორჩეული მოსწავლეები „ეტალონის“ მეორე ტურისთვის ემზადებიან
07-05-2018
-
+


ასპინძის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.


ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ოთარ ცინაძე:

„მივესალმები ეროვნულ-საგანმანათლებლო  პროექტსა და მის მიზნებს - საქართველოს წარმატებული და განათლებული  მომავლის აღზრდას. მოსწავლეები დიდ ინტერესს ავლენენ  ჩემპიონატის მიმართ და აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“. ტესტირების პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა, დაწინაურებული ახალგაზრდები 10 მაისის ღონისძიებაზე  მიიღებენ მონაწილეობას.“

ასპინძის რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი:

„მოხარული ვარ, რომ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტში ჩვენი მოსწავლეები დიდი აქტივობით ერთვებიან. „ეტალონი“ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა ჩვენთან. გამორჩეული მოსწავლეები დასკვნითი ეტაპისთვის ემზადებიან. მოუთმენლად ველით „ეტალონის“ სტუმრობას ასპინძაში“.

ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე:

„ეტალონი“ იმდენად პოპულარული პროექტია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილს სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვები აქტიურად გამოთქვავენ. პროექტში მოხვედრა  მათთვის დიდი სტიმულია. პირველ ტურში წარმატებით მოასპარეზე მოსწავლეები მოუთმენლად ელიან დასკვნით ეტაპს.“

„ეტალონის“პედაგოგი ანუშ ეღოიანი:

„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ასევე აღსანიშნავია, მათი გაუმჯობესებული შედეგები. ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მეორე ტურში გადასული მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტის ასპინძაში ჩამობრძანებას.“

ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხმალაძე:

„ეტალონი“ შეუცვლელ როლს ასრულებს არაფორმლურ განათლებაში და ბავშვებს საკუთარი ცოდნის, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ჩემმა მოსწავლეებმა თავის გამოცდის მიზნით მიიღეს მოანწილეობა და მეტად თავადაჯერებულები გახდნენ. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდობას დასკვნით ეტაპზე“.

ზველის საჯარო სკოლის „ეტალონის“პედაგოგი თამარ იაძე-ზედგინიძე:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები დიდი აქტივობითა და წარმატებით ერთვებიან ეროვნულ ჩემპიონატში. პირველმა ტურმა მშვიდად ჩაიარა, ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობდნენ. მოუთმენლად ველით მეორე ეტაპს.“

ოთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლონდარიძე:

„მისასალმებელია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და შედეგები ეროვნულ პროექტში. „ეტალონი“ ახალგაზრდებს უკეთ სწავლისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. ტესტირების პირველი ეტაპი მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით ჩატარდა. წარმატებული ბავშვები მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.“

„ეტალონის“ პედაგოგი ლია გიორგაძე:

„რაიონებში „ეტალონს“ განსაკუთრებით ელოდებიან. პროექტი მოსწავლეებისთვის დიდი გამოცდილება და სტიმულია სამომავლო წინსვლისა და წარმატებისთვის. ტესტირების პირველ ტურში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ახლა დასკვნითი ეტაპისთვის ემზადებიან.“

ასპინძის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია სუარიძე:

„მიყვარს „ეტალონი“ და ინტელექტუალური ჭიდილი. ორმაგად მიხარია, რომ მოსწავლეებიც ინტერესდებიან და აქტიურად ერთვებიან ჩემპიონატში. ტესტირების პირველმა ტურმა მაღალი აქტივობითა და შედეგებით ჩაიარა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობასა და ეროვნულ პროექტს მომავალში.“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება