სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს სასკოლო გარემო, პედაგოგიური კოლექტივი, პასუხისმგებლობის გრძნობა“ - ჩაქვის N2 სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე
16-06-2023
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე საქმის მიმართ პასუხისმგებლობით, შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. მისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან უშუალო, მეგობრული ურთიერთობა. დირექტორი ბავშვებისთვის აღნიშნული დამოკიდებულებითა და თვისებებით მაგალითის მიმცემია. etaloni.ge გთავაზობთ დირექტორი ბადრი დავითაძესთან ბლიც-ინტერვიუს:

- ეს სასწავლო წელი იყო...
-  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რამდენიმე თვალსაზრისით... პანდემიის შემდეგ სასწავლო წელი სრულად დასწრებულად წარიმართა; ჩვენი სკოლისათვის მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ოფიციალურად დაიწყო, რამაც საკმაო დაძაბულობა გამოიწვია;  წლის განმავლობაში წარმატებულად განხორციელდა რამდენიმე საინტერესო პროექტი, კონკურსი და სპორტული შეჯიბრებები.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია, განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა და მეტი ყურადღება მართებთ შვილების მიერ დროის რაციონალურად გამოყენებისა და სწორი რეჟიმის გასამტკიცებლად.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი...
- „განვლილი 12 წელი ჩემი ცხოვრების ისტორიის ნაწილია და მუდამ მემახსოვრება ის“.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- რეპეტიტორებთან არასოდეს ვივლიდი. ვისაც შრომა უყვარს, სკოლაში მიიღებს საკმაო განათლებას და დამოუკიდებლადაც შეუძლია დამატებით მოემზადოს - კონსულტაციას ნებისმიერი მასწავლებელი უანგაროდ გაუწევს...

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- „გელოდებით დიდი სიყვარულით“.​

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- საკმაოდ ბევრია; აქ მოვიშველიებ კურსდამთავრებულების ციტატებს: „თქვენთან ერთად გატარებული ყველა წამი და წუთი ტკბილ მოგონებად დაგვრჩება. მუდამ გვემახსოვრება ეს წლები“; „თქვენმა თბილმა და მეგობრულმა ურთიერთობამ, მოგვცა იმის საფუძველი, რომ ვთქვა, თქვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხართ, მადლობა ყველაფრისათვის“.

- მოტივაციას მაძლევს...
- სასკოლო გარემო, პედაგოგიური კოლექტივი და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც არასოდეს ვუღალატებ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება