| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი, ითანამშომლონ სკოლასთან, მეტი მონდომებით ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობს თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ტაკაშვილი. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ამჯერად, მან საკუთარი შეხედულებები etaloni.ge -ს ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა. ისაუბრა, 2022-2023 სასწავლო წელზე, მოსწავლეთა მშობლებს რჩევები მისცა, გაიხსენა მოსწავლისგან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი და ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით. დატვირთული, შედეგიანი.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- ითანამშომლონ სკოლასთან, მეტი მონდომებით ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში.
- ბოლო ზარის პერანგზე სამახსოვროდ...
- დავიწერდი - „მომავალი ჩვენია“. დავიხატავდი იმ ანიმაციურ გმირს, რომელსაც ვიმსგავსებ.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის აქტივობებში, ვზრუნავდი პირადი განვითარებისათვის.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი..
- იყვნენ ყოველთვის ბედნიერები, ხალისიანები, უყვარდეთ ერთმანეთი...
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მე თქვენ მასწავლეთ არა მარტო საგანი, არამედ ადამიანობა.
- მოტივაციას მაძლევს..
- მოსწავლეებისგან სითბო, სიყვარული, სიკეთით სავსე თვალები, რომლებშიც ვკითხულობ იმედს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა