სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ზერტის საჯარო სკოლაში 
06-06-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიების დევიზი - „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“, გახლდათ. 

მე-6 კლასის მოსწავლეები, ამ დღესთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ, სასკოლო სივრცე მრავალფეროვნად მორთეს და დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა წარუდგინეს.

„ყველა ბავშვს ვუსურვებთ ნათელ, ფერად, მხიარულ, ზღაპრულ და ბედნიერ ბავშვობას, ისეთივეს როგორიც ეს დღე და გარემო იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება