| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
III კლასის მოსწავლეები, საშემოდგომო ღონისძიების ფარგლებში, კახეთს სტუმრობდნენ
საკუთარი ხელით დაკრიფეს უძველესი ვენახის უგემრიელესი ყურძენი, მოტანილი ყურძენი საწნახელში ჩაყარეს და თავადვე დაწურეს, შოთის პურებიც გამოაცხეს თონეში, კერამიკის ჭურჭელიც შექმნეს და საოცარი სანახაობით დაასრულეს ეს დღე - სიმღერა და ცეკვა, მათ საოცრად გამოსდით.
„წელს, ყველაზე განსხვავებული, სახალისო და ნამდვილად საშემოდგომო განწყობით, კახეთს ვსტუმრობდით.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებმა ხაშმში, ნამდვილი დღესასწაული გამართეს.
უგემრიელესი ხაჭაპურები გამოაცხვეს, თონის პურები ჩააკრეს, ჩურჩხელებიც ამოავლეს და თონის გარშემო ნამდვილი საშემოდგომო განწყობა შექმნეს.
ბევრი იმღერეს, ლექსებიც თქვეს და დოლზეც გემრიელად დაუკრეს. რთველი თუა, რთველი იყოს“,- გვიზიარებენ ექსკურიიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს სკოლაში.
„გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე!“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და მათთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“